Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენიაში კოლეჯზე იერიში მიიტანეს ექსტრემისტებმა, მოკლულია სულ მცირე 14 ადამიანი


კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სომალისთან საზღვრის ახლოს ნიღბიანმა ექსტრემისტებმა იერიში მიიტანეს კოლეჯის შენობაზე, დახოცეს სულ მცირე 14 ადამიანი და მძევლად აიყვანეს მოსწავლეები. შენობა ალყაში მოაქციეს უსაფრთხოების ძალებმა, რის შემდეგაც დაიწყო ინტენსიური ორმხრივი სროლა. ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ, ალ-შაბააბმა განაცხადა, რომ თავდასხმა მან მოაწყო, რათა სამაგიერო გადაეხადა სომალიში მებრძოლი კენიელი სამხედროების გამო. ვრცელდება ექსტრემისტული ჯგუფის წარმომადგენლის სიტყვები, რომ მათ გაათავისუფლეს მუსლიმები, დახოცეს ქრისტიანები და სხვები მძევლად აიყვანეს. ალ-შაბააბის ექსტრემისტები კენიაში სისტემატურად აწყობენ თავდასხმებს 2011 წლის შემდეგ - ანუ მას მერე, რაც კენიელი სამხედროები გაგზავნეს სომალიში, ამ ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან საბრძოლველად. ექსტრემისტული ჯგუფი სომალიში ისლამური სახელმწიფოს დაარსებისთვის იბრძვის.

XS
SM
MD
LG