Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 17-მდე გაიზარდა თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი


ოფიციალური პირების ინფორმაციით, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა, მათ შორის გავლენიანი პარლამენტარი, აღმოსავლეთ ავღანეთში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად. ქვეყნის სამხრეთში ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსი შეეწირა შეტაკებებს უსაფრთხოების ძალებსა და თალიბანის ექსტრემისტებს შორის. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება მოხდა დემონსტრაციის დროს, რომელიც იმართებოდა პროვინციის დედაქალაქში, პროვინციის გუბერნატორის წინააღმდეგ. საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ცნობებს, რომ თვითმკვლელი მოიერიშე დემონსტრანტებს შორის იდგა თავის აფეთქების მომენტში. დაჭრილებს შორისაა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ჰუმაიონ ჰუმაიონი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. თალიბანის მხრიდან მოწყობილი თავდასხმების რაოდენობა არ შემცირებულა მას შემდეგ, რაც დეკემბერში ოფიციალურად დასრულდა ავღანეთში ნატოსა და აშშ-ის საბრძოლო მისია. ქვეყანაში კვლავაც რჩება 9,800-მდე ამერიკელი სამხედრო.

XS
SM
MD
LG