Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთობლივი განცხადების გავრცელებას გეგმავენ ევროკავშირი და ირანი


თბილისის დროით საღამოს 9 საათზე ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ ევროკავშირი და ირანი. ამის თაობაზე ცნობას ავრცელებს აშშ-ის ოფიციალური პირი - მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი ინგლისურ და სპარსულ ენებზე გაავრცელებენ ერთობლივ ტექსტს. შვეიცარიაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელთა მიზანია თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების მიღწევა. ექვსი წამყვანი ქვეყნის და ირანის მაღალი რანგის დიპლომატები მოლაპარაკებას განაგრძობენ, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ჩარჩოს მიღწევა ვერ მოხერხდა დათქმულ ვადაში, 31 მარტამდე.

XS
SM
MD
LG