Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია: საქართველომ "ამ ეტაპზე" დაკარგა თავდაცვითი იარაღის მიღების შანსი


პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა უარი ათქმევინეს თავდაცვის ერთ-ერთი ფუნდამენტური საშუალების შეძენაზე. ალასანიას განცხადებით, ქვეყანაში ამ შესაძლებლობების განთავსების შემთხვევაში, საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ ექნებოდათ მოიერიშე თვითმფრინავებს, ბომბდამშენებს და ვერტმფრენებს და საქართველო გაუმკლავდებოდა ისეთ საფრთხეს, როგორიცაა საშუალო და მოკლე სიშორის ბალისტიკური იარაღი. ალასანიას თქმით, მან უარი თქვა დამორჩილებოდა უკანონო და არასწორ მითითებას და მეორე დღეს, 28 ოქტომბერს, როცა მემორანდუმისთვის ხელი უნდა მოეწერა, თბილისში დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი. „ეს მოხდა იმ იმედით, რომ უარს ვიტყოდი ჩემს სწორ განზრახვაზე, მაგრამ ისინი მე არ მიცნობენ“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ და დასძინა, რომ „ეს შანსი ამ ეტაპზე ხელიდან გაშვებულია.“ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ აპირებს საკითხის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართოს საქართველოს პარლამენტს. ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ყოველი ზედმეტი სიტყვა, მითუმეტეს საიდუმლო თემებზე ღიად და საჯაროდ საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანია, - განუცხადა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადების კომენტირებისას. მინდია ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ასეთი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს და, შესაბამისად, ვადაც ვერ ამოეწურება.

XS
SM
MD
LG