Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამისტური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა სირიაში ქრისტიანული ტაძარი ააფეთქეს


სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამისტური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა აღდგომის კვირეულში 80 წლის ეკლესია ააფეთქეს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ჰასაკას პროვინციაში. „სანას“ ცნობით, თავდამსხმელებს ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული ჰქონდათ ასირიულ სოფელს ტელ ნასრის ქალწულ მარიამის სახელობის ტაძრის შენობაში. ამ არეალიდან ექსტრემისტულ ორგანიზაციის განდევნას ქურთთა სახალხო ლაშქარი ცდილობს. მსხვერპლის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ არსებობს. თებერვალში „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ასირიული ქრისტიანული თემის 200 წევრი გაიტაცეს. ექსტრემისტებმა 90 მძევალი გასულ თვეში გაანთავისუფლეს, ხოლო დანარჩენთა ადგილსამყოფელი უცნობია.

XS
SM
MD
LG