Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანთან საზღვართან მოკლეს რვა ირანელი მესაზღვრე


ირანის მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს რვა მესაზღვრე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, პაკისტანის საზღვრის მახლობლად. ფარსის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შეტაკება მოხდა 6 აპრილს, სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში. ამავე ცნობაში წერია, რომ მოკლულთაგან ოთხი ჯარში გაწვეული სამხედრო იყო. როგორც სისტან-ბელუჯისტანის პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ, ალი ასღარ მირშექარიმ, უთხრა ირნას საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტს, მომხდარის შემდეგ ტერორისტები პაკისტანში დაბრუნდნენ. პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობას სუნიტები შეადგენენ და იქ თავდასხმების მსხვერპლი ხშირად ხდებიან შიიტური ირანის უშიშროების ძალების მებრძოლები. ეს უკანასკნელი შემთხვევა ყველაზე სისხლიანია 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა 14 მესაზღვრე დაიღუპა ალ-ყაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფების ჯაის-ულ ადლის მიერ განხორციელებული შეტევისას.

XS
SM
MD
LG