Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: „გაზის ფასს არ გამოვიყენებთ უკრაინაზე ზეწოლისთვის“


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი არ გამოიყენებს გაზის ფასს უკრაინაზე ზეწოლის იარაღად. ამის შესახებ მან „გაზპრომის“ დირექტორ ალექსეი მილერთან შეხვედრისას განაცხადა. პუტინის თქმით, უკრაინისთვის მიწოდებული გაზის ფასი უნდა შეესაბამებოდეს იმ თანხას, რომელსაც მისი მეზობელი ქვეყნები იხდიან. შარშან რუსეთის მთავრობა გააკრიტიკეს, როცა უკრაინას გაზისთვის მსოფლიო ბაზრის იმდროინდელ ფასზე 100 დოლარით მეტს ახდევინებდა. პუტინმა მილერს ისიც უთხრა, რომ „გაზპრომმა“ უნდა უზრუნველყოს გაზის უწყვეტი მიწოდება ყველა პარტნიორისთვის, განსაკუთრებით უკრაინის სამხრეთაღმოსავლელი მოკავშირეებისათვის. მან ამით მიანიშნა ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებზე, რომლებსაც რუსეთის მხარდამჭერი სეპარატისტები აკონტროლებენ. თავად მილერმა თქვა, რომ „გაზპრომმა“ უკრაინასთან ხელშეკრულებიდან ამოიღო პირობა, რომელიც კიევს აიძულებდა ბუნებრივი აირის სრული საფასური გადაეხადა იმის მიუხედავად, ამ გაზს მთლიანად თვითონ მოიხმარდა თუ სხვა ქვეყნებს გადასცემდა. 1 აპრილიდან, როგორც ამას მილერი ამბობს, რუსეთი უკრაინას ათასი კუბმეტრ გაზს 247 ამერიკულ დოლარად აძლევს - ეს რიცხვი ფასდაკლებასაც შეიცავს.

XS
SM
MD
LG