Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აღნიშნავენ 9 აპრილის ტრაგედიის 26-ე წლისთავს


საქართველოში აღნიშნავენ 26-ე წლისთავს თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან, როცა საბჭოთა არმიის სპეცრაზმელებმა დაარბიეს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია. 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე 21 ადამიანი დაიღუპა. თბილისში, პარლამენტის შენობასთან მდებარე9 აპრილის მემორიალის ყვავილებით შემკობა და დაღუპულთა ხსივნისთვის პატივის მიგება მოქალაქეებმა გვიან ღამიდან დაიწყეს. დღეს დილით მემორიალი გვირგვინით შეამკო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მან აღნიშნა, რომ 1989 წელს პატრიოტების მიერ დაღვრილი სისხლი ორი წლის შემდეგ გამოიხატა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში. „ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანებს, ვინც აქ იცავდა ჩვენ მომავალ სახელმწიფოებრიობას და მადლობას ვუხდით იმ ღვაწლისთვის, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ ქვეყნის პირველმა პრეზიდეტმა ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აქტი სწორედ ტრაგიკულ მოვლენებს დაუკავშირა, რითიც ხაზი გაუსვა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის რთულ და მნიშვნელოვან გზას.

XS
SM
MD
LG