Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დალნი ვოსტოკის" 5 დაკარგული მეზღვაური დაღუპულად გამოცხადდა


სახალინის მცხოვრები 5 დაკარგული მეზღვაური, რომელიც ოხოტის ზღვაში ჩაძირულ ტრალერ „დალნი ვოსტოკზე“ იმყოფებოდა, რეგიონულმა ხელისუფლებამ დაღუპულებად გამოაცხადა. მათი ოჯახები მიიღებენ მილიონ რუბლს ოლქის ბიუჯეტიდან. 17 სახალინელს, რომელიც გადაურჩა კატასტროფას, 200 ათასი რუბლი მისცეს. საავადმყოფოებში რჩება 10 რუსი მეზღვაური. ტრალერი „დალნი ვოსტოკი“ 2 აპრილის ღამით ჩაიძირა. მასზე იმყოფებოდა 132 ადამიანი - 78 რუსეთის და 54 უცხოეთის მოქალაქე. გადაარჩინეს 63 მეზღვაური. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 57 დაღუპულის გვამი. გამოძიება კატასტროფის ძირითად მიზეზად განიხილავს თევზჭერის წესების დარღვევით გამოწვულ ტექნიკურ პრობლემას. დაკავებულია გემის მფლობელი კომპანიის დირექტორის მოადგილე. კომპანია „მაგელანის“ გენერალური დირექტორი იძებნება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციის აქტიური ფაზა დასრულებულია.

XS
SM
MD
LG