Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში გაათავისუფლეს ბომბეის ტერაქტების ორგანიზატორი


პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ გირაოს სანაცვლოდ ციხიდან გაათავისუფლა ინდოეთში, ბომბეიში ტერორისტული თავდასხმების ორგანიზატორი. ადვოკატ მალიქ ნასირ აბასის თანახმად, მისი კლიენტი, ზაქი-ურ-რეჰმან ლახვი, ათ აპრილს საპატიმროდან გამოუშვეს. ლახვი, რომელიც აკრძალულ ორგანიზაცია ლაშქარ-ე თაიბას განაგებს, 2009 წლის შემდეგ ციხეში იყო. როცა სასამარლომ ლახვის გირაოს სანაცვლოდ გაშვება გადაწყვიტა, ინდოეთში, ნიუ დელიში ამას პროტესტი მოჰყვა. ადვოკატის თქმით, ლახვი 20 ათასი დოლარის სანაცვლოდ გაუშვეს. მას ბრალად ედება ინდოეთში, ბომბეიში, 2008 წლის ნოემბერში ტერაქტების ორგანიზება, რომლებსაც 166 ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG