Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებებს 15 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა


ავღანეთის აღმოსავლეთში ორ აფეთქებას 15 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ღაზნის პროვინციის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ათ აპრილს მიკროავტობუსი აფეთქდა ნაღმზე, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიხოცა. ნანგარჰარის პროვინციაში, თვითმკვლელმა ბომბი ააფეთქა ნატოს კონვოის წინააღმდეგ, რასაც სამი სამოქალაქო პირი შეეწირა. აფეთქება მოხდა ჯალალაბადის აეროპორტთან, აშშ-ის სამხედრო ბაზის მახლობლად. აფეთქებებისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

XS
SM
MD
LG