Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში საპროტესტო აქცია გაიმართა საუდის არაბეთის წინააღმდეგ


თეირანის ქუჩებში ასეულობით ადამიანმა გააპროტესტა საუდის არაბეთის მიერ ორი სავარაუდო ირანელი მლოცველის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. საუდის არაბეთის საელჩოს წინ შეკრებილი დემონსტრანტები გაიძახოდნენ: „სირცხვილი თქვენ!“ და „სიკვდილი საუდის სამეფო სახლს“. ირანელთა განრისხება საუდის არაბეთის პოლიციელთა მიერ ჯედას საერთაშორისო აეროპორტში ორი ირანელი მამაკაცის შეურაცხყოფამ გამოიწვია. დემონსტრანტები მოითხოვდნენ საუდის არაბეთის საელჩოს დახურვას. ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა იემენის გამო, სადაც საუდის არაბეთის ლიდერობით მოქმედი კოალიცია საავიაციო იერიშებს ახორციელებს სავარაუდოდ ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტის ექსტრემისტების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG