Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

23-მდე გაიზარდა ხაკასიაში დაღუპულთა რიცხვი


ხაკასიის რესპუბლიკაში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. რვა მძიმედ დაშავებული კრასნოიარსკის სამხარეო საავადმყოფოს დამწვრობის ცენტრშია განთავსებული. 900-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ხაკასიაში ხანძრების შედეგად. 102 იყო ჰოსპიტალიზებული. ხაკასიის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნატალია კოგანის განცხადებით, 77 ადამიანი ასავადმყოფოებში რჩება. 4-ს მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა შორის სამი ბავშვია. ხაკასიის რესპუბლიკაში 14 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG