Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალიში ხუთი ადამიანი დაიღუპა სამინისტროებზე თავდასხმისას


სომალიში, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა ორ სამინისტროზე ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად. ცნობებში საუბარია ჯგუფ „ალ-შაბააბის“ წევრ ისლამისტ შეიარაღებულ პირებზე. ისინი შეიჭრნენ შენობაში, რომელშიც განათლებისა და ნავთობმრეწველობის სამინისტროებია განთავსებული. იერიში დაიწყო შენობის შესასვლელთან ორი ძლიერი აფეთქებით. ინციდენტის დროს მოკლეს, სულ ცოტა, ორი თავდამსხმელიც. "ალ-შაბააბი" ალ-ყაიდის მოკავშირე ჯგუფია და იბრძვის სომალიში დასავლეთის მხარდაჭერით მოქმედი მთავრობის დასამხობად. მას ეკისრება პასუხისმგებლობა მიმდინარე თვეში კენიაში, უნივერსიტეტზე განხორციელებულ თავდასხმაზეც, რომლის მსვლელობაშიც 150-მდე ადამიანი მოკლეს, უმეტესწილად ქრისტიანი სტუდენტები.

XS
SM
MD
LG