Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მოქალაქემ პროტესტის ნიშნად კონგრესის წინ დასვა საფრენი აპარატი


ოთხშაბათს ვაშინგტონის პოლიციამ დააკავა 61 წლის დაგ ჰიუზი, რომელმაც თავისი ერთადგილიანი საფრენი აპარატი კონგრესის წინ მდელოზე დასვა. ასეთი აქციით ფლორიდის მცხოვრებმა პროტესტი გამოხატა არჩევნების დაფინანსების არსებული სისტემის მიმართ. ჰიუზი თვლის, რომ დაფინანსების ასეთი სისტემა დემოკრატიას არღვევს. დაგ ჰიუზი, რომელიც ფოსტალიონად მუშაობს, ვაშინგტონიდან 65 კილომეტრში, პენსილვანიიდან აფრინდა. ფრენის ბოლო მონაკვეთი ვაშინგტონის თავზე განახორციელა - ზონაში, რომელიც კერძო ავიაციისთვის დახურულად ითვლება. დაგ ჰიუზი მიწაზე დაშვებისთანავე დააკავეს. ჰიუზის სიტყვებით, მას სურდა კონგრესის წევრებისთვის გადაეცა 535 კოვერტი, რომლებშიც იყო საარჩევნო კამპანიის დაფინანსების სისტემის რეფორმის მოთხოვნა. რეფორმის მიზანი, დაგ ჰიუზის აზრით, უნდა იყოს ის, რომ შემცირდეს ფულის „გამხრწნელი“ გავლენა აშშ-ის პოლიტიკურ სისტემაზე.

XS
SM
MD
LG