Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო მოითხოვს ჟურნალისტისა და ყოფილი დეპუტატის მკვლელობების სწრაფად გამოძიებას


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მოითხოვს ჟურნალისტ ოლეს ბუზინას და პარლამენტის ყოფილი წევრის, „რეგიონების პარტიის“ წარმომადგენელ ოლეგ კალაშნიკოვის მკვლელობების სწრაფად გამოძიებას. პოროშენკომ მკვლელობებს უწოდა მიზანმიმართული "პროვოკაციები" უკრაინელი ხალხის პოლიტიკური არჩევანის დისკრედიტაციის მიზნით. 45 წლის ჟურნალისტი ოლეს ბუზინა, რომელიც ცნობილი იყო თავისი პრომოსკოვური შეხედულებებით, ხუთშაბათს მოკლეს კიევში, თავისივე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან. ამჟამად ეძებენ ავტომანქანას, რომლიდანაც მას ესროლეს. წინა დღეს, 15 აპრილს კი ასევე კიევში მოკლეს უკრაინის პარლამენტის ყოფილი წევრი ოლეგ კალაშნიკოვი, რომელიც „ანტიმაიდნის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

XS
SM
MD
LG