Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთი კომპენსაციას მოითხოვს, თუ მას „მისტრალზე“ უარს ეტყვიან


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, საფრანგეთში წარმოებული „მისტრალის“ ტიპის სამხედრო ხომალდები არ არის მნიშვნელოვანი რუსეთის სამხედრო ძალებისათვის, მაგრამ მოსკოვი კომპენსაციას მოითხოვს, თუ პარიზი უარს იტყვის მისთვის დაპირებული ხომალდების გადაცემაზე. პუტინმა მოქალაქეთა შეკითხვებზე პირდაპირ ტელეეთერში პასუხის გაცემისას თქვა, რომ პარიზის უარი მოსკოვისთვის „მისტრალის“ გადაცემაზე "ცუდი ნიშანია", მაგრამ, თავისთავად, ეს ხომალდები მნიშვნელოვანი არ არის რუსეთის თავდაცვითი შესაძლებლობებისათვის. შარშან საფრანგეთმა განუსაზღვრელი ვადით გადადო რუსეთისათვის დამზადებული ორი „მისტრალიდან“ პირველის მიწოდება, უკრაინის კრიზისში მოსკოვის როლის გამო. პუტინი როგორც ამბობს, მოსკოვი აპირებს მოითხოვოს კომპენსაცია 1,3 მილიარდი დოლარის ოდენობით. ფრანგები, საერთოდ, წესიერი ხალხია და ფულს დააბრუნებსო, თქვა პუტინმა.

XS
SM
MD
LG