Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

23-24 აპრილს საქართველოს ეწვევა ბელორუსიის პრეზიდენტი


23-24 აპრილს საქართველოს ეწვევა ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს. "ინტერპრესნიუსს" მოჰყავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, დავით კერესელიძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ვიზიტის ფარგლებში ლუკაშენკო შეხვდება თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს. ვიზიტის ფარგლებში ლუკაშენკო ბათუმშიც ჩავა. ის საქართველოს ბიზნესდელეგაციასთან ერთად ეწვევა. პროგრამის სხვა დეტალები, დავით კერესელიძის თქმით, ჯერ კიდევ ზუსტდება.​

XS
SM
MD
LG