Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ უნდა განიხილოს ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატთა საჩივარი


მოსკოვის ბასმანის სასამართლო, როგორც ვარაუდობენ, დღეს განიხილავს დაცვის მხარის საჩივარს იმ უართან დაკავშირებით, რომელიც ადვოკატებმა მიიღეს განაცხადზე, შეწყვეტილიყო უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს საქმე. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათი კლიენტი უდანაშაულოა. ნადეჟდა სავჩენკო, უკრაინის პარლამენტის წევრი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი, 2014 წლის ივლისიდან იმყოფება რუსეთის პატიმრობაში. სავჩენკოს ბრალად ედება მონაწილეობა ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში. გამოძიების თანახმად, მფრინავი ქალი ცეცხლის კორექტირებას ახდენდა. 19 აპრილს ნიუ-იორკში, გაეროს რუსეთის წარმომადგენლობის შენობასთან, გაიმართება ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია.

XS
SM
MD
LG