Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში მიგრაციის საკითხებზე


საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპის კავშირის ლიდერი ფედერიკა მოგერინი საგანგებო მოლაპარაკებებს გამართავს ევროპაში აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრაციის საკითხებზე. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც წუხელ ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის ნაპირებთან, გადაბრუნდა ხომალდი, რომელზეც 500-დან 700-მდე მიგრანტი იმყოფებოდა. როგორც გაერო იტყობინება, გადაარჩინეს 50-მდე ადამიანი. ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ იტალიის გემები, მალტის სამხედრო-საზღვაო ძალები და სავაჭრო ხომალდები. გემი ლიბიის ტერიტორიულ წყლებში ჩაიძირა იტალიის კუნძულ ლამპედუზიდან 210 კილომეტრზე. მანამდე მიმდინარე კვირაში ლიბიის ჩრდილოეთით გემის ჩაძირვას, სავარაუდოდ, 400-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG