Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით შავლიაშვილმა პრემიერ-მინისტრს მიმართა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით


თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა. სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა. დავით შავლიაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2014 წლის ივლისში დაინიშნა.

XS
SM
MD
LG