Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხედრო ფლოტი ხომალდებს გზავნის იემენისკენ


აშშ-ის სამხედრო ფლოტმა იემენისკენ გაგზავნა ორი სამხედრო ხომალდი, ავიამზიდი და მართვადი რაკეტების კრეისერი. პენტაგონის პრესმდივანმა, სტივ უორენმა უარყო გავრცელებული ცნობები, რომ გემების მისიაა საშუალება არ მისცენ ირანს იარაღი გაგზავნოს იემენში. გემები შეუერთდება იემენთან ახლოს წყლებში მყოფ აშშ-ის შვიდ საბრძოლო ხომალდს. იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტი მეამბოხეები ებრძვიან დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტის ერთგულ ძალებს. აშშ-ის სამხედრო ფლოტი აცხადებს, რომ რეგიონში საკუთარი ძალები არასტაბილური ვითარების გამო გააძლიერა.

XS
SM
MD
LG