Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნება ნოდარ ჯავახიშვილი


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე დავით შავლიაშვილს შეცვლის ამ დრომდე მინისტრის მოადგილე, ნოდარ ჯავახიშვილი. პრემიერმა დადებითად შეფასა ამ პოსტზე შავლიაშვილის საქმიანობა. თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით შავლიაშვილმა 21 აპრილს მიმართა პრემიერ-მინისტრს. სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა. დავით შავლიაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2014 წლის ივლისში დაინიშნა.

XS
SM
MD
LG