Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი გაზპრომს დაადანაშაულებს ანტიმონოპოლიური კანონების დარღვევაში


გავრცელებული ცნობებით, ევროპის კომისია 22 აპრილს ანტიმონოპოლიური კანონების დარღვევაში დაადანაშაულებს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ, რუსეთის ენერგეტიკის გიგანტ-კომპანია გაზპრომს - რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გააუარესოს ისედაც დაძაბული ურთიერთობა მოსკოვსა და დასავლეთს შორის. ბრიუსელი უკვე სამი წელია იძიებს გაზპრომისთვის წაყენებულ სამ მთავარ ბრალდებას - რომ კომპანია ზოგიერთ ქვეყანას საშუალებას არ აძლევს შესყიდული გაზი კვლავ ექსპორტზე გაიტანოს, რომ ის გაზის ფასს ნავთობისას უკავშირებს და მეტოქე წყაროებს ბლოკავს. როგორც ვარაუდობენ, ევროკავშირი გაზპრომს დაადანაშაულებს კონკურენციის დაბრკოლებაში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის გაზის ბაზრებზე, სადაც ამ კომპანიას დომინანტური პოზიცია აქვს. წყაროების ინფორმაციით, ევროპის კომისიამ დააყოვნა ამ ბრალდებებით გამოსვლა, რადგან შიშობდა, რომ ეს კიდევ უფრო მეტად დაძაბავს ურთიერთობას, რომელიც უკვე გაუარესებულია უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო. გაზპრომს 12 კვირა ექნება ბრალდებებზე საპასუხოდ. ევროპის კომისიას შეუძლია დააწესოს ჯარიმა, რომელიც გაზპრომის გაყიდვების 10 პროცენტამდე თანხა იქნება, ან მოითხოვოს საქმის წარმოების წესის შეცვლა. რუსეთი ევროკავშირს მოხმარებული გაზის დაახლოებით მესამედით ამარაგებს, აქედან ნახევარი ევროკავშირს უკრაინის გავლით მიეწოდება.

XS
SM
MD
LG