Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთი აცხადებს იემენში სამხედრო კამპანიის დასრულების შესახებ


საუდის არაბეთი აცხადებს, რომ მისი კამპანია იემენში შიიტი მეამბოხეების წინააღმდეგ დასრულებულია და იწყება ოპერაციის ახალი ეტაპი, რომელიც კონცენტრირებული იქნება უშიშროებაზე, კონტრტერორიზმზე, დახმარების მიწოდებასა და იემენში კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებაზე. საუდის არაბეთის სამხედრო წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა აჰმედ ასერიმ 21 აპრილს გამოაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ მიაღწია სამხედრო მიზნებს იემენში, 10 სუნიტური არაბული ქვეყნის კოალიციის ხელმძღვანელობისას. მისივე თქმით, კოალიცია გააგრძელებს მოქმედებას, რათა არ დაუშვას იემენში შიიტი მეამბოხეების, ჰუთიტების გადაადგილება. ამასთან, გაგრძელდება იემენის საზღვაო ბლოკადა. სუნიტური ქვეყნების კოალიციამ ოთხი კვირის წინ, 26 მარტს დაიწყო საჰაერო ოპერაციები იემენში შიიტი მეამბოხეების, ჰუთიტების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG