Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ირანს აფრთხილებს, ნუ გააგზავნის იარაღს იემენში


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ირანი გააფრთხილა, ნუ გააგზავნის იემენში იარაღს, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს რეგიონში საზღვაო მიმოსვლისათვის საფრთხის შესაქმნელად. ობამამ ამ საკითხზე ისაუბრა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში. განცხადების ფონია ცნობები, რომ ირანის გემები შესაძლოა, მიეშურებოდნენ იემენისაკენ, იქ შიიტი მეამბოხეებისათვის იარაღის მისაწოდებლად. ობამას განცხადებით, იემენის სანაპიროსაკენ მიეშურება ამერიკული ავიამზიდი „თავისუფალი საზღვაო მიმოსვლის დასაცავად“.

XS
SM
MD
LG