Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება დასკვნით ფაზაში შედის


ვენაში იმართება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მონაწილეთა შეხვედრა. მიზანია, მიაღწიონ საბოლოო შეთანხმებას, რომელიც გაითვალისწინებს ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ირანისათვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. შეხვედრაში მონაწილეობენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმენი, ირანის საგარეო უწყების მოადგილე აბას არაღჩი და ევროკავშირის წარმომადგენელი ჰელგა შმიდი. ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს, მაგრამ ამ თვეში მიღწეული ჩარჩო-ხელშეკრულებით, ის თანახმაა შეზღუდოს პროგრამა, რომელიც შესაძლოა იარაღის შესაქმნელად იქნეს გამოყენებული. საპასუხოდ ის სანქციების შეწყვეტას მოითხოვს. საბოლოო შეთანხმების მისაღწევად განსაზღვრულ 30 ივნისამდე უნდა გაირკვეს ვადებთან და კონტროლთან დაკავშირებული რთული საკითხები.

XS
SM
MD
LG