Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გამოთქვამს შეშფოთებას ირანის ხომალდების მიერ იემენში იარაღის შესაძლო ჩატანის გამო


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ეშ კარტერის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია, რომ იემენისკენ მიმავალ ირანის გემებს შესაძლოა შიიტი მეამბოხეებისთვის მაღალი ტექნოლოგიის იარაღი მიჰქონდეს. ჟურნალისტთა შეკითხვას, ხომ არ აპირებს აშშ ძალის გამოყენებით შეაჩეროს ერთ-ერთი გემი, კარტერმა 22 აპრილს უპასუხა, გარკვეული გზები გვაქვსო. კარტერმა დასძინა, ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ ვართ, ვცდილობთ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დავაბრუნოთო. თავდაცვის მინისტრის განცხადებების ფონია აშშ-ის შვეულმფრენმზიდის მოგზაურობა იემენის სანაპიროსკენ, მიმდებარე წყლებში მყოფი აშშ-ის სხვა ხომალდებთან შესაერთებლად.

XS
SM
MD
LG