Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი უფლებას გასცემს ცეცხლი გაეხსნას ჩეჩნეთში უნებართვოდ შესულ უსაფრთხოების ძალებს


ჩეჩნეთის კრემლის მიერ მხარდაჭერილმა ლიდერმა, რამზან კადიროვმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მათ ლიკვიდაციის მიზნით ცეცხლი უნდა გაუხსნან უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც ჩეჩნეთში მის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად ახორციელებენ ოპერაციებს. კადიროვი ამ განცხადებით გამოვიდა 21 აპრილს, გროზნოში განართულ შეხვედრაზე. ადგილობრივი ტელევიზიით გადაცემულ სიუჟეტში ის ამბობს: „ოფიციალურად ვაცხადებ, თუ ნებისმიერი [სამართალდამცავი ოფიცერი], მოსკოვიდან იქნება ის თუ სტავროპოლოდან, თქვენს ტერიტორიაზე გამოჩნდება ისე, რომ თქვენ ამის შესახებ არაფერი გეცოდინებათ, ლიკვიდაციის მიზნით გახსენით ცეცხლი. მათ ჩვენი პოზიცია უნდა გაითვალისწინონო.“ ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს განცხადება გააღრმავებს შეშფოთებას, რომ ჩეჩნეთზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით ვლადიმირ პუტინის მხრიდან კადიროვზე დაყრდნობა სულ უფრო მეტად სარისკო ხდება. განცხადების ფონია მზარდი შეშფოთება კადიროვსა და რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურების ზოგიერთ წარმომადგენელს შორის კონფლიქტის თაობაზე. კადიროვის განცხადებას ბიძგი მისცა გროზნოში ახლახან ჩეჩენი კაცის მკვლელობამ. ჯამბულატ დადაევი მეზობელი სტავროპოლის რეგიონის პოლიციამ მოკლა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფთან ერთობლივად.

XS
SM
MD
LG