Accessibility links

ღარიბაშვილი ენერგოკომპანიას ტარიფის შენარჩუნებისაკენ მოუწოდებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება.მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას," მარეგულირებელ კომისიას და ენერგეტიკის სამინსიტროს თხოვა, ტარიფის შესახებ შიდა მსჯელობა საჯარო არ გახადონ. „მოსახლეობას ნუ ძაბავთ, როცა ამ ეტაპზე არ იგეგმება არავითარი ფასის მომატება" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიამ," რომელიც თბილისის და კახეთის რეგიონის გარდა, საქართველოში ემსახურება მილიონამდე აბონენტს, ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას ტარიფის გადახედვის თხოვნით ამ კვირაში მიმართა. კომისიამ გადაწყვეტილება ათ სექტემბრამდე უნდა მიიღოს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG