Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია პროკურატურას მოუწოდებს საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქების გამოძიების დაწყებისკენ


საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის აფეთქების გამო საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2014 წლის 13 დეკემბერს, როცა კომპანია "RMG Gold"-მა საყდრისი-ყაჩაღიანის ნომერი პირველი სალიცენზიო უბანი ააფეთქა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსგან შესაბამისი ნებართვა მიღებული არ ჰქონდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არქეოლოგიურ ობიექტზე ნებართვის გარეშე ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება და განზრახ ზემოქმედება, რომელიც ობიექტის დაზიანებას, ან განადგურებას გამოიწვევს, სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

XS
SM
MD
LG