Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

100 კაცი ემსხვერპლა დამანგრეველ მიწისძვრას ნეპალში


დაახლოებით 100 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 7.9 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველმა მიწისძვრამ, რომლის ეპიცენტრიც ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან 80 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. მიწისძვრამ დაანგრია კატმანდუს ისტორიული დხარარას კოშკი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში ააგეს. კოშკის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობის ნანგრევებში სულ მცირე 50 კაცია მოყოლილი.

XS
SM
MD
LG