Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლანდმა და ალიევმა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე ისაუბრეს


ადამიანის უფლებათა დარღვევები და მოუგვარებელი მთიანი ყარაბაღის პრობლემა იყო საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევს შორის ბაქოში გამართული მოლაპარაკების მთავარი თემა. „ამ საკითხებზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ“, - განუცხადა ოლანდმა ჟურნალისტებს, რომლებიც საფრანგეთის პრეზიდენტს ზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა სავალალო მდგომარეობის შესახებ შეეკითხნენ. უფლებადამცველები მკაცრად აკრიტიკებენ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომელიც შეთითხნილი ბრალდებების გამოყენებით აპატიმრებს პოლიტიკურ ოპონენტებს, დევნის უფლებათადამცველებსა და ჟურნალისტებს.

XS
SM
MD
LG