Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში გაემგზავრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გაემგზავრა ნიუ-იორკში, სადაც შეხვედრებს გამართავს გაეროს მაღალი თანამდებობის პირებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ხელშეკრულებები. დავით კერესელიძის ცნობითვე, გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი გაეროს წევრ სახელმწიფოებს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს.

XS
SM
MD
LG