Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელ ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას პრესტიჟული პრემია მიენიჭა


აზერბაიჯანში დაპატიმრებულ გამომძიებელ ჟურნალისტს, ჩვენი რადიოს შტატგარეშე თანამშრომელ ხადიჯა ისმაილოვას მიენიჭა პრესტიჟული ჯილდო, რომელიც ეძღვნება ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნას. ეს არის შვედეთის ეროვნული პრესკლუბის სიტყვის თავისუფლების პრემია. დაჯილდოვების ცერემონია დღეს, სტოკჰოლმში იმართება. „ხადიჯა ისმაილოვამ დიდი სიმამაცე გამოიჩინა აზერბაიჯანში უმაღლეს დონეზე კორუფციის გამოაშკარავებისას“, ნათქვამია პრეს-კლუბის განცხადებაში. ისმაილოვა 5 დეკემბერს დააპატიმრეს მამაკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში ბრალდებით. თებერვალში მას ახალი ბრალდებები დაუმატეს. ისმაილოვა ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG