Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ იორკში გაიმართა ჯონ კერი და მუჰამედ ჯავად ზარიფის შეხვედრა


27 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა ნიუ იორკში. შეხვედრა გაიმართა „ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების“ ხუთწლიანი შეფასების კონფერენციის ფარგლებში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს ირანთან შეთანხმებაზე და შეხვედრა „პროდუქტიულად“ შეაფასეს. მანამდე ჯონ კერიმ გაეროს კონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევა მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის. მსოფლიო ექვსეულსა და ირანს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევის ვადად 30 ივნისი დასახელდა. 2 აპრილის წინასწარი შეთანხმებით, ირანი დათანხმდა ურანის გამდიდრების ცენტრიფუგების შემცირებასa და მეტი მეთვალყურის დაშვებას სანქციების შესუსტების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG