Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა უკრაინას უარი უთხრა სამშვიდობო მისიის განთავსებაზე


27 აპრილს ევროკავშირის ლიდერებმა უარი უთხრეს უკრაინას საერთაშორისო სამშვიდობო მისიის განთავსებაზე. ევროკავშირი თანახმაა ჰუმანიტარული დახმარება გაუზარდოს უკრაინას. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მეთვალყურეებმა განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, უკრაინის აღმოსავლეთში გრძელდება სროლა. უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიის განთავსებისკენ. უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა „ვიცით, უკრაინის დღევანდელი მოლოდინის შესახებ, მაგრამ სამხედრო მისიის გაგზავნა შეუძლებელია“. ტუსკმა აგრეთვე განაცხადა, რომ ევროკავშირი რაც შეიძლება მალე გაგზავნის „სამოქალაქო შემფასებელ მისიას“ უკრაინაში. გაეროს მონაცემებით, უკრაინის სამთავრობო ძალებსა და პრო-რუსულად განწყობილ მეამბოხეებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 6000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი დევნილად იქცა.

XS
SM
MD
LG