Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მოიტაცეს გაეროს თანამშრომელი


აღმოსავლეთ ერაყის დიალის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა მოიტაცეს გაეროს ადგილობრივი მუშაკი. 28 აპრილს გაეროს პრესმდივანმა, ელიანა ნაბაამ თქვა, რომ თანამშრომელი ერაყის სამთავრობო ადმინისტრაციის შენობასთან შეიპყრეს. დაცვის თანამშრომელმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ასოშიეიტედ პრესის სააგენტოს უთხრა, რომ გაეროს თანამშრომელი დღისით-მზისით, ძალით გადმოიყვანეს მანქანიდან და შეიპყრეს. მძევლის ძმამ განაცხადა, რომ გამტაცებლებმა ოჯახს, გამოსასყიდის სახით, 100 ათასი ამერიკული დოლარი მოსთხოვეს. 2015 წლის იანვარში ერაყის შეიარაღებული ძალების სარდლობამ დაადასტურა, რომ დიალის პროვინციიდან განდევნილ იქნა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რაზმები.

XS
SM
MD
LG