Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატმანდუში მოხდა დაპირისპირება მოსახლეობასა და პოლიციელებს შორის


საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, 29 აპრილს ნეპალში მოხდა დაპირისპირება პოლიციელებსა და მიწისძვრით დაზარალებულებს შორის, როცა ხალხი კატმანდუდან გამგზავრებას ცდილობდა. ისინი უკმაყოფილო იყვნენ იმით, რომ გეგმის მიუხედავად, ავტობუსები არ მივიდნენ მთავარ ავტოსადგურზე, პარლამენტის შენობის მახლობლად. ოფიციალური პირების მონაცემებით, 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5000-ს გასცდა და სულ უფრო მცირდება ნანგრევებში გადარჩენილების პოვნის იმედი. გაეროს მონაცემებით, მიწისძვრამ დააზარალა 8 მილიონი ადამიანი.

XS
SM
MD
LG