Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის სასამართლომ უარყო აშშ-ის თხოვნა უკრაინელი ოლიგარქის ექსტრადირებაზე


ავსტრიის სასამართლომ უარყო აშშ-ის თხოვნა უკრაინელი მრეწველის, დმიტრო ფირტაშის კორუფციის შესახებ ბრალდებების გამო ექსტრადირების თაობაზე. ფირტაშმა 30 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე უარყო მექრთამეობის და ფულის გათეთრების ბრალდებები. როგორც მან ვენაში სასამართლოს უთხრა, ბრალდება, რომ მან მონაწილეობა მიიღო ინდოეთის მთავრობის მოქრთამვის მიზნით შეთქმულებაში, „აბსოლუტური სიცრუეა.“ აშშ-ის სასამართლომ 2013 წელს წაუყენა ბრალდებები ფირტაშს, ინდოეთის პარლამენტის წევრს და კიდევ ოთხ პირს. საქმე ეფუძნება ეჭვს, რომ ინდოეთის მთავრობის წევრებს ქრთამი გადაუხადეს, რათა ტიტანიუმზე დამყარებული პროდუქციის მომზადებისთვის საჭირო მინერალები გამხდარიყო ხელმისაწვდომი. 49 წლის ფირტაში ერთი წლის წინ, ვენაში დააპატიმრეს აშშ-ის თხოვნით, რომელიც მის შესახებ გამოძიებას 2006 წლიდან აწარმოებდა. 2014 წლის მარტში ის ციხიდან გაათავისუფლეს, გირაოს სახით 125 მილიონი ევროს გადახდის საფუძველზე. ფირტაშის დაცვა აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული. გაზით ვაჭრობისა და ქიმიური ნივთიერებების სფეროებში ფირტაშის ბიზნესი მნიშვნელოვნად განვითარდა უკრაინის ყოფილი, პრო-რუსულად განწყობილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პირობებში.

XS
SM
MD
LG