Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეპალის მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 7000-სს გადააჭარბა


ნეპალის ოფიციალური პირების განცადებით, გასულ კვირაში მომხდარი, დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 7040-სს მიაღწია და ეს მონაცემი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება, რადგან ათასობით ადამიანი კვლავ დაკარგულია. 25 აპრილს მომხდარი, 7.8 სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაშავდა 14,000-ზე მეტი ადამიანი. ხელისუფლებამ გამორიცხა ნანგრევებში მოყოლილთა ცოცხლად პოვნის შესაძლებლობა, თუმცა, ვრცელდება ცნობები, რომ მაშველებმა სულ მცირე 3 ადამიანი გადაარჩინეს შორეულ სოფლებში 3 მაისს. ბოლო დღეებში მთავარი აქცენტი კეთდება შორეულ რეგიონებში დარჩენილი ხალხისთვის დახმარების მიწოდებაზე. ცუდი ამინდი, მეწყერი და ვერტმფრენების ნაკლებობა ართულებს იზოლირებულ რეგიონებშიდახმარების ჩატანას. გაერომ ნეპალს მოუწოდა შეამსუბუქოს საბაჟო კონტროლი, რომელიც, გაეროს თქმით, აფერხებს დახმარების უცხოეთიდან შეტანას. ნეპალმა 1 მაისს გააუქმა იმპორტის გადასახადი კარვებზე და სხვა საგნებზე, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უცხოეთიდან ჩატანილი ტვირთი უნდა შემოწმდეს.

XS
SM
MD
LG