Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარე კვირაში პარლამენტში მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს მოუსმენენ


პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები მიმდინარე კვირაში მოუსმენენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა უთხრა, მინისტრებს ხუთშაბათს ან პარასკევს დაიბარებენ. "ზუსტი დღე ჯერ გადაწყვეტილი არ არის. საუბარი იქნება ლარის კურსზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მიზეზებზე. მოვისმენთ იმას, რა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები განაპირობებს ლარის კურსის ვარდნას", - თქვა თამაზ მეჭიაურმა. მისი სიტყვებით, პარლამენტში ლარის კურსის პრობლემებთან დაკავშირებით სასაუბროდ ასევე მიიწვევენ ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG