Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე გუშინ სომხეთის რესპუბლიკის ელჩს, იური ვარდანიანს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოხატა უკიდურესი შეშფოთება სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარისა და ცხინვალის რეგიონში მოქმედი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ე.წ. "პარლამენტის თავმჯდომარის" შეხვედრის ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტი საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება და ორმხრივ ურთიერთობებს ზიანს აყენებს.

XS
SM
MD
LG