Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრმა უმცირესობას მიმართა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა უმცირესობის სხდომაზე, რომელსაც მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. პრემიერის შეფასებით, ის მოხარულია რომ გამოდის იმ ქვეყნის პარლამენტში, სადაც, მისი თქმით, დაცულია ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება. ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა თვალი გაუსწორონ ქვეყანაში მიმდინარე პროგრესს. ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული. მის გამოსვლას დისკუსია მოჰყვა ოპოზიციის და მთავრობის წარმომადგენლებს შორის.

XS
SM
MD
LG