Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა გეგმავს საგადასახადო ლიბერალიზაციას


საქართველოს მთავრობა საგადასახადო ლიბერალიზაციის გამოცხადებას გეგმავს. შესაბამისი განცხადება ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. მინისტრმა ფრაქციის წევრებს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილიზაციის გეგმის ძირითადი მონახაზი გააცნო და მის შემადგენელ ერთ-ერთ ნაწილად სწორედ აღნიშნული კომპონენტი დაასახელა. "დაახლოებით ერთ თვეში ჩვენ გამოვაცხადებთ საგადასახადო ლიბერალიზაციის პაკეტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და მეტ ჟანგბადს მისცემს კერძო სექტორს იმისთვის, რომ გადაიტანოს და გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG