Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებმა ოცამდე ადამიანი იმსხვერპლა


ორი აფეთქება მოხდა ერაყის აღმოსავლეთში, შიიტთა სალოცავთან, პარასკევის ლოცვის შემდეგ, რასაც 17 ადამიანი ემსხვერპლა. ჯერ გაჩერებული მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. როცა იქ მყოფნი დაჭრილების დასახმარებლად მივიდნენ, თვითმკვლელმა მეორე ბომბი ააფეთქა. დიიალას პროვინციაში 37 ადამიანი დაშავდა თავდასხმისას, რომელსაც შეეწირა ადგილობრივი სამხედრო მეთაური. კიდევ ერთი ბომბი აფეთქდა კანანის რაიონში, ასევე შიიტთა მეჩეთთან. ერაყის მთავრობამ სუნიტ ექსტრემისტებზე, ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება გამოაცხადა დიიალას რაიონში, მაგრამ მეამბოხეები კვლავ აქტიურობენ, თუმცა ქალაქები მათ ხელში აღარ არის.

XS
SM
MD
LG