Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში მეამბოხეებმა გაათავისუფლეს ორი ამერიკელი


აღმოსავლეთ უკრაინაში მეამბოხეებმა გაათავისუფლეს ჰუმანიტარული მისიის ორი ამერიკელი წევრი, რომელიც ამ 10 დღის წინ დააკავეს. ისინი მიეკუთვნებიან ორგანიზაცია „ხსნის საერთაშორისო კომიტეტის“ 30-მდე წევრს, რომელიც შეიპყრეს ამ ორგანიზაციის დონეცკის ოფისში სეპარატისტების შეჭრის შემდეგ. ორგანიზაციის თავმჯდომარე დევიდ მილიბენდი აცხადებს, რომ ორი გათავისუფლებული ამერიკელი ახლა უსაფრთხო ადგილზეა. დონეცკის ოლქში სეპარატისტების ლიდერის, ალექსანდრ ზახარჩენკოს განცხადებით, ეს ორი პირი დააკავეს ჯაშუშობაში ეჭვმიტანით. ერთი მათგანი, როგორც ზახარჩენკო ამბობს, არის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მუშაკი.

XS
SM
MD
LG