Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში 20-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა „ანტიტერორისტული“ ოპერაციის დროს


მაკედონიაში მოხდა შეტაკება პოლიციელებსა და, ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებული „ტერორისტების ჯგუფს“ შორის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კუმანოვოში. ცნობების თანახმად, დაიჭრა ოთხი პოლიციელი, მათ შორის სამი მძიმედ. ოფიციალური ინფორმაციით, დაიჭრა კიდევ 20-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან ზოგი დედაქალაქ სკოპიეში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაკედონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, ივო კოტევსკის, არ უსაუბრია მეტ დეტალზე - მისი თქმით, ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება. კოტევსკის ინფორმაციით, „კარგად გაწვრთნილი ტერორისტული ჯგუფი“ შეიჭრა მაკედონიაში მეზობელი ქვეყნიდან, „სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის“ გეგმით. მას არ უთქვამს, რომელ მეზობელ ქვეყანას გულისხმობს. კუმანოვო არის ეთნიკურად შერეული ქალაქი კოსოვოს საზღვრის მახლობლად. ამ რეგიონში 2001 წელს მოხდა დაპირისპირება ეთნიკურ ალბანელ მეამბოხეებსა და მაკედონიის მთავრობის ჯარებს შორის.

XS
SM
MD
LG