Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში ოთხი კაცი დაიღუპა სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად


ესპანეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა „აერობუს“ A400M ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. ოთხივე დაღუპული ეკიპაჟის წევრები იყვნენ. დაიჭრა ორი ადამიანი. თვითმფრინავმა 9 მაისს საწვრთნელი ფრენის დროს განიცადა კატასტროფა. მისი მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ. თვითმფრინავი ჩამოვარდა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც აფრინდა სამხრეთში მდებარე ქალაქ სევილიის აეროპორტიდან. აეროპორტი დახურეს სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG