Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის ქალაქ კუმანოვოში ბრძოლები გრძელდება


მაკედონიის ქალაქ კუმანოვოში მეორე დღეა, გრძელდება ბრძოლა უშიშროების ძალებსა და შეიარაღებული პირების ჯგუფს შორის. 9 მაისს ურთიერთსროლის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაიჭრა 30-ზე მეტი პოლიციელი. კუმანოვო მდებარეობს სერბიასთან და კოსოვოსთან საზღვრების მახლობლად. შინაგან საქმეთა მინისტრმა გორდანა იანკულოვსკამ 9 მაისის საღამოს უთხრა ჟურნალისტებს, რომ იარაღი დაყარა შეიარაღებული ჯგუფის 20-ზე მეტმა წევრმა, მაგრამ დანარჩენები უარს ამბობენ ბრძოლის შეწყვეტაზე და გამაგრებული არიან კუმანოვოს ერთ-ერთ რაიონში მდებარე შენობებში. მინისტრის ინფორმაციით, „ტერორისტული ჯგუფი“, რომელიც დაუკონკრეტებელი მეზობელი ქვეყნიდან შევიდა მაკედონიის ტერიტორიაზე, გეგმავდა „ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარების გამოყენებას სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმების განსახორციელებლად“. ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ძალადობის გამო.

XS
SM
MD
LG